ვენჩერული კაპიტალი შენი ბიზნესისთვის

ვენჩერული კაპიტალი შენი ბიზნესისთვის

სახეცვალების თარიღი 2023-01-31 / ხედის რაოდენობა 368

ვენჩერული კაპიტალი (VC) შედარებით თამამი, გაბედული ინვესტიციაა დამწყებ ან მცირე ბიზნესის კაპიტალში ან დაფინანსებაში, მისი ძლიერი და გრძელვადიანი ზრდის პოტენციალის გათვალისწინებით. ჩვეულებრივ, მაღალი ღირებულების ინვესტორები, საინვესტიციო ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები უზრუნველყოფენ სარისკო კაპიტალს. შენატანი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური მონაწილეობით; ის ასევე შეიძლება იყოს ტექნიკური ან მენეჯერული სახისაც.

საშუალოზე მაღალი შემოსავლის პოტენციალი მიმზიდველია მსგავსი ინვესტორებისათვის, რომლებიც იღებენ რისკს ახალგაზრდა კომპანიაში ინვეტიცირების შემთხვევაში. ვენჩერული კაპიტალი მიმზიდველია კომპანიებისათვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ბაზრებზე, საბანკო სესხებზე და დაფინანსების სხვა წყაროებზე. ინვესტიცირებისას მიზანი საკონტროლო აქციების მფლობელობაა, რაც ინვესტორს უფლებას აძლევს გადაწყვეტილების მიღების ძალა/შესაძლებლობა ჰქოდეს.

კომპანიები ხშირად საკუთარ აქციებს ისეთ ინვესტორებზე ყიდიან, რომლებსაც კომპანიები დაარსებული აქვთ ვენჩურული კაპიტალის მეშვეობით. მთავარი განსხვავება სარისკო კაპიტალსა და სხვა კერძო ინვესტიციებს შორის ის არის, რომ სარისკო კაპიტალი ფოკუსირებულია განვითარებად კომპანიებზე, რომლებიც დაფინანსებას ადრეულ ეტაპზე ეძებენ. ხოლო კერძო ვენჩერული კაპიტალი უფრო დამკვიდრებულ კომპანიებს აფინანსებს, რომლებიც კაპიტალის გასაზრდელად წყაროებს ეძებენ.

ვენჩურული კაპიტალი ახალი ბიზნესების დაფინანსებას გულისხმობს, რომლებსაც საფონდო და საბანკო ბაზრებზე წვდომა არ აქვთ. ეს შეიძლება მომგებიანი სიტუაცია აღმოჩნდეს ორივე მხარისათვის, რადგანაც, კომპანიები საჭირო კაპიტალს, ხოლო ინვესტორები კაპიტალს პერსპექტიულ კომპანიებში იღებენ. 

ვენჩერულ ანუ თამამ სარისკო კაპიტალს სხვა უპირატესობებიც აქვს. საინვესტიციო კაპიტალის გარდა, ვენჩერული კაპიტალის ფირმები ხშირად აწევიან მენტორულ მომსახურებას, ეხმარებიან ახალ ბიზნესს ჩამოყალიბებასა და ნიჭიერი და მრჩეველთა კადრის მოძიებაში. უზრუნველყოფენ მის ქსელურ სერვისებს. ვენჩერული კაპიტალის ძლიერი მხარდაჭერა ახალი ინვესტიციებისთვისაც შესაძლებელია.

მეორეს მხრივ, ვენჩერული კაპიტალის შემოღება ბიზნეს გადაწყვეტილებებზე კონტროლის ჩამორთმევის ფასად ხდება, რადგან ინვესტორები კომპანიის აქციების მნიშვნელოვან წილს იკავებენ.

ვენჩერული ანუ სარისკო კაპიტალის ინვესტიციის ეტაპებია:

- Pre-seed: კომპანიის განვითარების პირველი ეტაპია, როდესაც დამფუძნებლები ცდილობენ იდეის აკონკრეტულ ბიზნეს გეგმად ქცევას. მათ შეუძლიათ გააჟღერონ ბიზნეს იდეა ადრეული დაფინანსებისა და მენტორების მოსაპოვებლად.

- Seed funding: ეტაპი როდესაც ახლად დაარსებული ბიზნესი ცდილობს თავისი პირველი პროდუქტის გამოშვებას, მაგრამ შემოსავლის არქონის გამო, ოპერაციების დასაფინანსებლად VC-ების მოზიდვას ცდილობს.

- Start-up financing: დამწყები ბიზნესი, როგორც კი შეიმუშავებს პროდუქტს, მას დასჭირდება დამატებითი კაპიტალი, რათა დააჩქაროს წარმოება და გაყიდვები, სანამ ის თვითდაფინანსებადი გახდება დასჭირდება დაფინანსების ერთი ან რამდენიმე ეტაპი.

მცირე ბიზნესისათვის, ვენჩერული ანუ სარისკო კაპიტალი, როგორც წესი, მოდის მდიდარი პირებისგან - ხშირად უწოდებენ "ანგელოზ ინვესტორებს" - და ვენჩერულ სარისკო კაპიტალის ფირმებს (VC).

პირველი ნაბიჯი ნებისმიერი კომპანიისათვის, რომელიც ეძებს სარისკო კაპიტალს, ბიზნეს გეგმის წარდგენაა. თუ ბიზნესით დაინტერესების შემთხვევაში კომპანიამ ან ინვესტორმა უნდა გააანალიზოს კომპანიის ბიზნეს მოდელი, პროდუქტები, მენეჯმენტი, საოპერაციო ისტორია და ა.შ.

ინოვაცია და მეწარმეობა საბაზრო ეკონომიკის ბირთვია. თუმცა, ახალი ბიზნესის წამოწყება ხშირად სარისკო და ძვირადღირებულია. შესაბამისად, გარე კაპიტალს ხშირად ეძებენ წარუმატებლობის რისკის გასანეიტრალებლად. ინვესტიციების მეშვეობით ამ რისკის აღების სანაცვლოდ, ახალ ბიზნესში ინვესტორებს შეუძლიათ მიიღონ წილები/აქციები და ხმის უფლება. ამრიგად, ვენჩურული კაპიტალი დამწყებ ბიზნესს საკუთარი ადგილის ბაზარზე მოპოვების საშუალებას აძლევს.

ახლად დაფუძნებული ბიზნესი ხშირად წარმატებას ვერ აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრეულ ეტაპზე ინვესტორებმა შეიძლება დაკარგონ ყველანაირი კაპიტალი. ზოგადი წესია, რომ ყოველ ათ სტარტაპზე სამი ან ოთხი მარცხდება. კიდევ სამი ან ოთხი კარგავს ფულს ან აბრუნებს მხოლოდ თავდაპირველ პოზიციაზე და მხოლოდ ერთი ან ორი სტარტაპ ბიზნესი აღწევას მნიშვნელოვან წარმატებას.

კომპანიის სტადიიდან ან მისი პერსპექტივიდან გამომდინარე, ასევე ინვესტიციის ოდენობის გათვალისწინებით და ინვესტორებსა და დამფუძნებლებს შორის ურთიერთობის მიხედვით, ვენჩერული კომპანიები ჩვეულებრივად კომპანიაში არსებული წილებიდან 25%-დან 50%-მდე საკუთრებას იკავებენ.

ვენჩურული კაპიტალი არის კერძო კაპიტალის ქვეჯგუფი. ვენჩურული კაპიტალის გარდა, კერძო კაპიტალი ასევე მოიცავს ვალების შესყიდვას, სხვადასხვა კრედიტების დაფინანსებას და კერძო კაპიტალის განთავსებას.

მიუხედავად იმისა, რომ ვენჩერული კაპიტალი და ანგელოზი ინვესტორები ფულს აწვდიან დამწყებ ბიზნესს, ვენჩურული კაპიტალისტები, როგორც წესი, პროფესიონალი ინვესტორები არიან, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ ახალი ბიზნესების ფართო პორტფელში და აწვდიან პრაქტიკულ რჩევებს და იყენებენ თავიანთ პროფესიონალურ ქსელებს ახალი ბიზნესის დასახმარებლად. მეორეს მხრივ, ანგელოზის ინვესტორები, როგორც წესი, არიან მაღალი ღირებულების მქონე პირები, რომლებსაც სურთ ინვესტიციების ჩადება ახალ ბიზნესში, ძირითადად როგორც ჰობი ან დამატებითი პროექტი და მსგავსად ვენჩერული კაპიტალისა შეიძლება არ მისცენ იგივენაირი პროფესიონალური რჩევები. ანგელოზი ინვესტორები ასევე მიდრეკილნი არიან ისეთი ინვესტიციის განხორციელებისკენ, რომელსაც მოჰყვება სარისკო კაპიტალი.

ვენჩერული კაპიტალი ახალი ბიზნესის სასიცოცხლო ციკლის მთავარი ნაწილია. შემოსავლის გამომუშავების დაწყებამდე მას საკმარისი საწყისი კაპიტალი სჭირდება, თანამშრომლების დაქირავების, ობიექტების იჯარით აღებისა და პროდუქტის განვითარების დასაწყებად. ვენჩერული კაპიტალის განმახორციელებლები, ინვესტიციას სახსრებისა და წილების სანაცვლოდ უზრუნველყოფენ .

პიერ ცაგურია და თემგო ხუციშვილი
დაგვიკავშირდით
socialMediaIconsocialMediaIconsocialMediaIconsocialMediaIconsocialMediaIconsocialMediaIcon

საიტი იყენებს ფუნთუშებს, გვერდების უკეთ მონახულებისთვის. დამატებითი ინფორმაცია ქუქი გამოყენების შესახებ.